მადრიდის „რეალი“ მომავალ ზაფხულს ცენტრალური მცველის დამატებას თავისუფალი აგენტის სტატუსით აპირებს. ამის შესახებ ნიკოლო სკირა იტყობინება.
ცნობილი იტალიელი ინსაიდერის ცნობით, „სამეფო კლუბის“ სიაში ზაფხულისთვის „ლივერპულის“ მცველი იბრაჰიმა კონატე და „ბაიერნის“ მცველი დაიო უპამეკანო არიან. ორივე ფეხბურთელს სეზონის ბოლოს თავიანთ კლუბებთან კონტრაქტი ეწურებათ.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალს“ გასულ ზაფხულს უფასოდ ჯონათან ტაას დამატება სურდა, მაგრამ გერმანელმა მიუნხენის „ბაიერნში“ გადასვლა ამჯობინა.









