ფეხბურთი

2:05 | 15.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ხორვატიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზეა

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე უეფას ზონაში მეხუთე ტურის მატჩები კიდევ სამ ჯგუფში გაიმართა.

A ჯგუფში ფავორიტებმა მოიგეს და ყველაფერი ბოლო ტურში გაირკვევა. გერმანიამ ლუქსემბურგში ნიკ ვოლტემადეს დუბლით მოიგო, ხოლო სლოვაკეთს მაგრად გაუჭირდა ჩრდილოეთ ირლანდიის ძლევა, მაგრამ მიზანს მაინც მიაღწია და 1:0 იმარჯვა. ეს სლოვაკეთისთვის და ისიც, რომ გერმანიასთან შინ 2:0 აქვს მოგებული, არაფერს ცვლის, რადგან ბოლო ტურში გერმანიაში აუცილებლად მოსაგები აქვს. გერმანიას ბურთების უკეთესი ბალანსის გამო ფრეც ეყოფა ჯგუფში პირველობისთვის.

ლუქსემბურგი - გერმანია 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 ვოლტემადე (49), 0:2 ვოლტემადე (69)

სლოვაკეთი - ჩრდ. ირლანდია 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ბობეკი (90)

1. გერმანია 5 4 0 1 10 3 7 12
2. სლოვაკეთი 5 4 0 1 6 2 4 12
3. ჩრდ. ირლანდია 5 2 0 3 6 6 0 6
4. ლუქსემბურგი 5 0 0 5 1 12 -11 0

ნიდერლანდების ნაკრები პოლონეთთან აგებდა, მაგრამ მაგრამ მეორე ტაიმის სტარტზე მემფის დეპაიმ გაათანაბრა და მატჩი 1:1 დასრულდა. ნიდერლანდები ამ ფრით ოფიციალურად ვერ გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე, მაგრამ ეს მხოლოდ სამი დღის ამბავია, რადგან ბოლო ტურში ლიეტუვასთან არ უნდა წააგოს. უფრო სწორად, შეუძლია წააგოს, მაგრამ არა ასტრონომიული ანგარიშით, რაც რა თქმა უნდა, შეუძლებელია. პოლონეთს პლეი-ოფში ვიხილავთ, ნიდერლანდებს მუნდიალზე.

პოლონეთი - ნიდერლანდები 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 კამინსკი (43), 1:1 დეპაი (47)

1. ნიდერლანდები 7 5 2 0 23 4 19 17
2. პოლონეთი 7 4 2 1 11 5 6 14
3. ფინეთი 8 3 1 4 8 14 -6 10
4. მალტა 7 1 2 4 2 16 -14 5
5. ლიეტუვა 7 0 3 4 6 11 -5 3

ბოლო ტურის წინ ყველაფერი გაირკვა ამ ჯგუფში, სადაც ხორვატიამ ფარერებთან 3:1 მოიგო და ჯგუფიდან ოფიციალურად გავიდა.

ზლატკო დალიჩის გუნდი კი აგებდა, მაგრამ მერე სამჯერ გაიტანა და კონკურენტებისთვის მიუწვდომელია. ხორვატია მუნდიალზე მეშვიდედ ითამაშებს, ხოლო ჩეხეთის ნაკრები პლეი-ოფში გავიდა, ფარერების მაქსიმუმი მესამე ადგილი გამოდგა.

ხორვატია - ფარერები 3:1 (1:1)

გოლები: 0:1 ტური (16), 1:1 გვარდიოლი (23), 2:1 მუსა (57), 3:1 ვლაშიჩი (70)

გიბრალტარი - მონტენეგრო (1:2)

გოლები: 1:0 იესოპი (20), 1:1 აჯიჩი (33), 1:2 კრსტოვიჩი (42, პენ)

1. ხორვატია 7 6 1 0 23 2 21 19
2. ჩეხეთი 7 4 1 2 12 8 4 13
3. ფარერები 8 4 0 4 11 9 2 12
4. მონტენეგრო 7 3 0 4 6 14 -8 9
5. გიბრალტარი 7 0 0 7 3 22 -19 0

მსოფლიოს ჩემპიონატზე უკვე გავიდნენ ავსტრალია, ირანი, იაპონია, იორდანია, კატარი, საუდის არაბეთი, სამხრეთ კორეა, უზბეკეთი, ალჟირი, კაბო ვერდე, ეგვიპტე, განა, კოტ დივუარი, მაროკო, სენეგალი, სამხრეთ აფრიკა, ტუნისი, კანადა, მექსიკა, აშშ, არგენტინა, ბრაზილია, კოლუმბია, ეკვადორი, პარაგვაი, ურუგვაი, ახალი ზელანდია, ინგლისი, საფრანგეთი და ხორვატია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091231