NBA-ში გოგა ბითაძის „ორლანდომ“ „ბრუკლინ ნეტსს“ უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში, 105:98 დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.
გარდამტეხი ბოლო პერიოდი იყო, რომელშიც „მეჯიქმა“ მეტოქეს 26;16 აჯობა.
ბითაძემ 16 წუთში 6 ქულა, 8 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო სამქულიანი და საჯარიმო არ უსვრია.
საუკეთესო ფრიც ვაგნერი იყო, რომელმაც 25 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი დააგროვა.
„ორლანდო მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 7 მოგებით და 6 წაგებით მე-10 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 17 ნოემბერს, „ჰიუსტონ როკეტსს“ ეტუმრება.









