სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

15:02 | 15.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

მაძარი: "მე ერთადერთი ვარ, ვინც დე ლაურენტისთან 4 წლის განმავლობაში მუშაობა შეძლო"

„ნაპოლის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ განაცხადა, რომ ის ერთადერთია, ვინც აურელიო დე ლაურენტისთან მუშაობა 4 წლის განმავლობაში მოახერხა.

„მე ვიყავი ერთადერთი მწვრთნელი, ვინც „ნაპოლიში“ დე ლაურენტისთან 4 წელი იმუშავა. მწვრთნელობა მენატრება, ბევრი შემოთავაზებაც მქონდა. ერთ-ერთი ისეთი ადგილიდან, სადაც ომია, მაგრამ შემდეგ იქ ბომბი ჩამოვარდა და უარი ვთქვი...“, - თქვა მაძარიმ.

შეგახსენებთ, რომ ვალტერ მაძარი „ნაპოლის“ 2009-2013 და 2024 წელს ავარჯიშებდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.103863