ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელმა ესტევაომ ინგლისურ კლუბში თავისი კარიერის სტარტზე ისაუბრა.
ის ბედნიერია, რომ ადაპტაცია მალე და კარგად გაიარა:
„ჩელსიში“ ჩემი დასაწყისი გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე მოველოდი. წელიწადნახევრის განმავლობაში ვფიქრობდი, როგორი იქნებოდა აქ ყოფნა... მაგრამ სწრაფად გავიარე ადაპტაცია კლუბშიც და კლუბის მიღმაც,, შევძელი თამაში, ძალიან ბედნიერი ვარ“, - თქვა ესტევაომ.
შეგახსენებთ, რომ ესტევაო „ჩელსის“ „პალმეირასიდან“ შეუერთდა და მიმდინარე სეზონში 16 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.









