სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

16:20 | 15.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის ნაკრებს საქართველოსთან მატჩამდე ჰაუსენი გამოაკლდა

ესპანეთის ნაკრებს საქართველოსთან მატჩში მადრიდის „რეალის“ მცველი დინ ჰაუსენი დააკლდება.

ის განაცხადში არ არის, მიუხედავად იმისა, რომ გუნდთან ერთად თბილისშია. ჰაუსენს კუნთის პრობლემა აღენიშნა და რამდენი ხანი მოუწევს უქმობა, ჯერ უცნობია.

აქვე გეტყვით, რომ ახალგაზრდა მცველმა საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ტრავმის გამო ვერც ოქტომბერში გამართულ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094006