მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელგიის ნაკრები ყაზახეთს ესტუმრა და ვერ მოიგო.
მეტიც, ყაზახებმა პირველ ტაიმში მეტოქეს დასტან სატპაევის გოლით აჯობეს, რასაც მეორე ნახევარში „წითელმა ეშმაკებმა“ ჰანს ვანაკენის გოლით უპასუხეს და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
ბელგიის ნაკრებს 7 ტურში 15 ქულა აქვს და პირველი ადგილის გასანაღდებლად, ბოლო ტურში ლიხტანშტეინთან მოგება დასჭირდება. ყაზახეთმა ასპარეზობა 8 ქულით მეოთხე ადგილზე დაასრულა.









