სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

23:57 | 15.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

დე ლა ფუენტე: "საქართველო სუსტი არ არის, მაგრამ ძალიან ძლიერ და ამბიციურ ესპანეთს შეხვდა"

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრებთან მატჩის (4:0) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„საქართველო სულაც არ არის ცუდი გუნდი. მათ კარგი ფეხბურთელები ჰყავთ. საქმე იმაში კი არაა, რომ საქართველო დღეს სუსტი იყო, არამედ ძლიერი მეტოქე შეხვდა. ისინი ამბიციურ ესპანურ გუნდს დაუპირისპირდნენ, რომელსაც კარგად თამაში და გამარჯვება სურდა. ეს საქართველოს ნაკრების წარუმატებლობა კი არა, ესპანეთის დამსახურებაა. სანიოლს კარგი ფეხბურთელები და ძალიან კარგი საფუძველი აქვს, ისინი გააგრძელებენ გაუმჯობესებას. ეს არის სამუშაო, რომელიც თანმიმდევრულობას მოითხოვს.

ჩვენი მოწინააღმდეგეებისა და ყველა სხვა გუნდის პატივისცემის გამო, უნდა მოვიცადოთ. ჩვენი პრიორიტეტია, რომ მიწაზე დავრჩეთ და სანამ მუნდიალზე ოფიციალურად არ გავალთ და ეს დამოკიდებულება უნდა შევინარჩუნოთ. ამ გუნდს ბევრი ღირსება აქვს, მათ შორის პატივისცემა. სანამ მათემატიკურად არ მოვიპოვებთ საგზურს, იგივე რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას. მოთამაშეებისთვის ბედნიერი ვარ, მაგრამ კიდევ ერთი ნაბიჯია გასადგმელი.

წაუგებელი სერია კიდევ ერთი მიზეზია, რომ ვიამაყოთ ამ მოთამაშეებით და გამიმართლა, რომ ამ გუნდის მწვრთნელი ვარ. ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი. შეგვიძლია მეტის მიღწევა... ისინი ახალგაზრდა მოთამაშეები არიან, რომლებიც არასდროს წყვეტენ გაუმჯობესებას.

ტრავმები შანსს აძლევს ძალიან ნიჭიერ ახალგაზრდა მოთამაშეებს, რომლებსაც სხვა შემთხვევაში ეს შესაძლებლობები არ ექნებოდათ. ამდენი კარგი ფეხბურთელი კლუბების წარმატებაა და ამით ვტკბებით. კლუბების, მოთამაშეების, ფედერაციის უკან ბევრი სამუშაოა.

ჰაუსენი? მას მცირე დისკომფორტი აქვს, პრიორიტეტი ფეხბურთელზე ზრუნვაა. მას ანალიზები ჩაუტარდა და ექიმები კონტაქტზე არიან „რეალის“ ექიმებთან. შევაფასებთ, შეუძლია თუ არა სევილიაში თამაში.

აღფრთოვანებას და სიამაყეს ვგრძნობ გამორჩეული თაობის გამო, რომელმაც 30 თამაში დაუმარცხებლად ჩაატარა დრო და გააუმჯობესა 2008-2012 წლებში ჩვენი დაუვიწყარი ფეხბურთელების მიერ დამყარებული რეკორდი. ჩვენი მიზანია, ყოველდღე უკეთესები ვიყოთ.

ძალიან მინდა, სევილიაში, სტადიონზე განსაკუთრებული გარემო იყოს, სევილიის ტიპური ატმოსფერო. ეს ფეხბურთელები ამას იმსახურებენ, სევილია იმედს არასდროს გაგვიცურებს“, - თქვა დე ლა ფუენტემ.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს და ზოგადად, 2025 წელს, 18 ნოემბერს, სოფიაში, ბულგარეთის ნაკრებთან მატჩით დაასრულებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095016