იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ ნორვეგიის ნაკრებთან მატჩის წინ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, 9:0 გამარჯვებაზე ფიქრიც კი შეუძლებელია, მაგრამ ფეხბურთში არასდოდეს უნდა თქვა არასოდეს. საქმე ისაა, რომ იტალიას ჯგუფში პირველობისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე პლეი-ოფის გარეშე გასასვლელად, სწორედ 9-ბურთიანი სხვაობით მოგება სჭირდება:
„9:0 გამარჯვებაზე ფიქრიც წარმოუდგენელია. ფეხბურთში არასდროს უნდა თქვა არასდროს, მაგრამ რეალობას თვალებში უნდა შეხედო. მატჩისთვის ვემზადებით ისე, როგორც ნამდვილი თამაშისთვის. 9:0 გამარჯვება ძალიან, ძალიან რთულია, თუ წარმოუდგენელი არა. და მაინც, არასდროს თქვა არასდროს.
პატივს ვცემ ინაციო ლა რუსას (სენატის პრეზიდენტი - რედ) სიტყვებს. თუმცა, ის ნამდვილად არ იყო სტადიონზე და ტელევიზორშიც არ უნახავს მატჩი, რადგან ტელევიზორიდანაც კარგად ისმოდა, რომ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ხალხს სიკვდილს უსურვებდნენ. ეს არ იყო ლანძღვა-გინება, რასაც ყოველთვის ვიღებდი, მაგრამ ეს ბევრად უფრო მძიმე იყო“, - აღნიშნა გატუზომ.
შეგახსენებთ, რომ იტალია ნორვეგიასთან თუ 9-ბურთიანი სხვაობით ვერ მოიგებს, პლეი-ოფში მოხვდება, სადაც ორი მეტოქის დამარცხება მოუწევს, რათა ზედიზედ მესამედ არ აღმოჩნდეს მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა.





