სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

22:19 | 15.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

რობერტ ლევანდოვსკიმ თავის მომავალზე ისაუბრა

„მალე მზად ვიქნები გადავწყვიტო, „ბარსელონასა“ და პოლონეთის ნაკრების თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ თავისი მომავალი კონტრაქტის ვადის გასვლასთან დაკავშირებით აჟიოტაჟის ფონზე ისაუბრა. „ბაიერნის“ ყოფილი თავდამსხმელის კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

რომელი გზის არჩევა მინდა და ვნახავ, რა ვარიანტები მაქვს“, - ციტირებს ლევანდოვსკის სიტყვებს Sport.es.

ადრე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი კატალონიური კლუბის დატოვებას კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე არ აპირებს.

ამ სეზონში პოლონელმა ფეხბურთელმა „ბარსელონასა“ და ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 18 მატჩი ჩაატარა, 10 ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099349