საქართველო - ესპანეთის E შესარჩევი ჯგუფის პარალელურ მატჩში თურქეთის ნაკრები აუტსაიდერ ბულგარეთის ეროვნული გუნდი და 2:0 დაამარცხა.
მე-18 წუთზე ბულგარელმა ხრისტიან პეტროვმა საჯარიმოში იუხეშა და „ინტერის“ ნახევარმცველმა, ჰაქან ჩალხანოღლუმ ზუსტად დაარტყა პენალტი. ეს ჩალხანოღლუს 22-ე გოლი გახდათ ეროვნული გუნდის 102-ე მატჩში. ამ მაჩვენებლით ის ლეგენდარულ ბიულენთ ქორქმაზს გაუთანაბრდა.
83-ე წუთზე კი იმავე ჩალჰანოღლუმ ჩააწოდა და ათანას ჩერნევმა საკუთარ კარში შეაგდო ბურთი - 2:0.
5 მატჩის შემდეგ 12 ქულით თურქეთი ჯგუფში მეორე ადგილზეა და პლეი-ოფის საგზური განაღდებული აქვს.
ბოლო ტურში 18 ნოემბერს ესპანეთი თურქეთს უმსპინძლებს, საქართველოს ნაკრები კი სტუმრად დაუპირისპირდება ბულგარეთს.









