ფეხბურთი

23:50 | 15.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიამ ამხანაგურ მატჩში სენეგალი დაამარცხა

ბრაზილიასა და სენეგალს შორის ამხანაგური მატჩი სამხრეთამერიკელებმა 2:0 მოიგეს. გუნდებმა ლონდონში, „ემირეითსის“ სტადიონზე ითამაშეს.

ანგარიში 28-ე წუთზე ბრაზილიელთა ამომავალმა ვარსკვლავმა, 18 წლის ესტევაომ გახსნა, რომელიც ამჟამად „ჩელსის“ ღირსებას იცავს. 35-ე წუთზე კი ვეტერანმა კაზემირომ თავისი გუნდის მეორე გოლი გაიტანა როდრიგოს პასით.

შემდეგ მატჩში კარლო ანჩელოტის შეგირდები კიდევ ერთ აფრიკულ გუნდს - ტუნისს დაუპირისპირდებიან. თამაში სამშაბათს, 18 ნოემბერს გაიმართება. სენეგალი იმავე დღეს კენიის ეროვნულ ნაკრებს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.164812