სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

1:24 | 16.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: "მიუხედავად ანგარიშისა, ბევრი დადებითი რაღაც გამოჩნდა"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ესპანეთის ნაკრებთან მატჩის (0:4) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ასეთი ანგარიშის მიუხედავად გუნდის თამაშში ბევრი დადებითი ასპექტი იყო.

„ასეთმა მატჩებმა პირველ რიგში გამოცდილება მოგვცა, ისეთ გუნდებთან თამაში, როგორიც ესპანეთი, თურქეთი და ბულგარეთია. არ იყო მარტივი ჯგუფი, გვქონდა შესაძლებლობა, რომ საკუთარი თავი უკეთ წარმოგვეჩინა, მაგრამ არ გამოვიდა, ფეხბურთია, უნდა განვაგრძოთ შრომა, განვითარება. დღევანდელმა თამაშამც აჩვენა ბევრი დადებითი რაღაც, რომლის განხორციელებას ვცდილობდით, ამას დრო სჭირდება. მიუხედავად დიდი სხვაობით წაგებისა, დადებითად შევაფასებდი თამაშს იმ ასპექტებში, რაც გამოვასწორეთ ჩემი აზრით. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ესპანეთის ნაკრებთან თამაში ძალიან რთულია, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ბევრი გრანდისთვის. ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, შეიძლებოდა, რაღაცების უკეთ გაკეთება, მაგრამ მათი ბრძოლით ძალიან კმაყოფილი ვარ“, - თქვა კვარაცხელიამ.

საქართველოს ნაკრებს ხუთ ტურში მხოლოდ სამი ქულა აქვს და მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს და ზოგადად, 2025 წელს, 18 ნოემბერს, სოფიაში, ბულგარეთის ნაკრებთან მატჩით დაასრულებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094795