ფეხბურთი

1:34 | 16.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილი: "სწრაფი გოლის შემდეგ თამაშში დარჩენა გაგვიჭირდა"

საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთის ნაკრებთან მატჩის (0:4) შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„ძალიან რთული თამაში იყო, როგორც ველოდით. ესპანეთი ჯგუფის ფავორიტი და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. სამწუხაროდ, სწრაფი გოლი გავუშვით და თამაშში დარჩენა გაგვიჭირდა. ბულგარეთთან სტუმრად რთულ თამაშს ველოდებით და იმედი მაქვს, გავიმარჯვებთ", - თქვა მამარდაშვილმა.

საქართველოს ნაკრებს ხუთ ტურში მხოლოდ სამი ქულა აქვს და მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს და ზოგადად, 2025 წელს, 18 ნოემბერს, სოფიაში, ბულგარეთის ნაკრებთან მატჩით დაასრულებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.158584