ფეხბურთი

2:09 | 16.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ველოდებით შოტლანდია - დანიას

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ევროპის ზონის მე-9 ტურის შაბათის სათამაშო დღეს ხუთი გვიანი შეხვედრა გაიმართა.

საინტერესო გამოდგა C ჯგუფის შეხვედრები. დანიამ ბელარუსს ვერ მოუგო (2:2). ეს ბელარუსების პირველი ქულა გახლდათ მიმდინარე შესარჩევ ციკლში. დანიამ კი უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა, თუმცა 11 ქულით მაინც პირველ ადგილზეა. მას კვალში უდგას შოტლანდია, რომელმაც ძალიან სანახაობრივი მატჩი გამართა საბერძნეთთან, ბერძნები 3:0 იგებდნენ, მაგრამ სქოთებმა ხასიათი გამოავლინეს და ორი საპასუხო გოლი გაუტანეს. თუმცა მაინც დამარცხდნენ 2:3.

ახლა შოტლანდიას 10 ქულა აქვს და ერთი პუნქტით ჩამორჩება დანიას. ბოლო ტურში სწორედ ისინი შეხვდებიან ერთმანეთს. 18 ოქტომბერს შოტლანდია გლაზგოში, „ჰემპდენ პარკზე“ უმასპინძლებს დანიას.

უიღბლო გამოდგა „ჩელსისა“ და „ვესტ ჰემის“ ყოფილი დამრიგებლის, გრემ პოტერის დებიუტი შვედეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე. შვეიცარიელებმა B ჯგუფში შვედებს 4:1 მოუგეს.

B ჯგუფი: სლოვენია - კოსოვო 0:2, შვეიცარია - შვედეთი 4:1

C ჯგუფი: დანია - ბელარუსი 2:2, საბერძნეთი - შოტლანდია 3:2

H ჯგუფი: ბოსნია-ჰერცეგოვინა - რუმინეთი 3:1

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090409