ესპანეთის მეორე დივიზიონის მორიგ ტურში „პალმერ ბასკეტი“ სტუმრად „ალიკანტესთან“ 73:109 დამარცხდა, მაგრამ დუდა სანაძეს შესანიშნავი დებიუტი ჰქონდა.
ქართველმა კალათბურთელმა 23 წუთში 21 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. დუდამ 7-დან 5 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. სანაძე ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო.
„პალმერ ბასკეტი“ 1 მოგებით და 6 წაგებით ბოლო ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 23 ნოემბერს „მელილიას“ შეხვდება.









