ფეხბურთი

12:49 | 16.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

გარი ლინეკერი: „ბარსელონა“ ისეთ ფეხბურთს თამაშობს, რომლის ყურებაც გსიამოვნებთ“

„ბარსელონასა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ლინეკერმა თავისი მოსაზრება გააზიარა კატალონიური გუნდის თამაშის ამჟამინდელ დონეზე ჰანს-დიტერ ფლიკის ხელმძღვანელობით.

„შესანიშნავია, ეს გუნდი ისეთ ფეხბურთს თამაშობს, რომლის ყურებაც გსიამოვნებთ. მათი მატჩები სავსეა სანახაობით და ბევრი გოლი იტანენ. მათ ჰყავთ ძალიან მაღალი ხარისხის მოთამაშეები, განსაკუთრებით ლამინ იამალი, რომელსაც წარმოუდგენელი მომავალი აქვს. ინგლისელი გულშემატკივრები ასევე დაინტერესებულნი არიან მარკუს რაშფორდით, რომელიც ძალიან კარგად თამაშობს“, - თქვა ლინეკერმა Marca-სთან ინტერვიუში.

ამჟამად, „ბარსელონა“ ლა ლიგაში 28 ქულით მეორე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.167536