ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტალე სოლბაკენმა იტალიის ნაკრებთან მატჩის წინ ისაუბრა.
ის გამოეხმაურა ჯენარო გატუზოს სიტყვებს, რომელმაც უსამართლობა უწოდა ფაქტს, რომ იტალია ერთი თამაშის წაგების გამო მუნდიალზე მოსახვედრად პლეი-ოფში უნდა იყოს და პირდაპირ მაინც ვერ გადის მსოფლიოს ჩემპიონატზე. სოლბაკენმა კი თქვა:
„წესები თავიდანვე ასეთი იყო. ვიცოდით, რომ უპირატესი ბურთების ბალანსი იყო და არა ურთიერთშეხვედრები. ამაზე აქამდე არ მიფიქრია, მაგრამ მესმის გატუზოს აზრი. თუმცა მონეტის მეორე მხარეც შეგვიძლია დავინახოთ: ყველა მატჩი მნიშვნელოვანია და ბევრი მათგანი არაპროგნოზირებადი. ისრაელთან 55-ე წუთისთვის 1:1 იყო. ამის მიუხედავად, მესმის მისი აზრი.
ფიფამ ევროპას აზარალებს? ისე მელაპარაკებით, თითქოს მსოფლიოს ჩემპიონები ვიყოთ... ქვის ხანიდან მოყოლებული მსოფლიოს ჩემპიონატზე არ ვყოფილვართ. მესმის კითხვა, მაგრამ ამაზე ბევრი არ მიფიქრია. მესმის იტალიის გადმოსახედიც - შესაძლოა, სხვა ეროვნულ გუნდებს უფრო ადვილი გზა ჰქონდეთ, მაგრამ ისედაც ძალიან ბევრი რამ მაქვს საფიქრალი და ინფანტინოს არ დავურეკავდი ამის შესახებ კითხვით.
იტალია მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრას შეძლებს. ძლიერი გუნდია და სხვადასხვა სისტემით თამაშობს. მომწონდა როგორც სპალეტის, ასევე გატუზოს გუნდი მომწონს, არც ისე დიდი ხნის წინ საფრანგეთი დაამარცხეთ.
როდის მივხვდით, რომ ამის გაკეთება შეგვეძლო? იტალიის წინააღმდეგ პირველ მატჩამდე ორი გასვლითი თამაში მოვიგეთ და იტალიისთვის კი ჩვენთან პირველი მატჩი იყო. ამ თამაშმა შემდეგი მატჩებისთვის მენტალურად გაგვაძლიერა, ბურთების კარგი სხვაობა გვქონდა და ეს დაგვეხმარა. წინა საკვალიფიკაციო ეტაპზე საპირისპირო პრობლემა გვქონდა“, - აღნიშნა სოლბაკენმა.
შეგახსენებთ, რომ ნორვეგია იტალიაში 0:9 (ან უფრო დიდი სხვაობით) თუ არ დამარცხდება, რაც წარმოუდგენელია, მსოფლიოს ჩემპიონატზე გავა, სადაც ბოლოს 1998 წელს ითამაშა, ხოლო ზოგადად დიდ ფორუმზე ნორვეგია ბოლოს 25 წლის წინ, 2000 წელს იყო - ევროპის ჩემპიონატზე.





