კალათბურთი

13:50 | 16.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილის 12 ქულა და "ტორონტოს" ზედიზედ მესამე გამარჯვება NBA-ში

NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსი“ „ინდიანა პეისერსს“ ესტუმრა, რომელიც 129:11 დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.

კანადურმა კლუბმა ოთხიდან სამ პერიოდში აჯობა მეტოქეს და დამსახურებულადაც გაიმარჯვა.

სანდრო მამუკელაშვილს კარგი თამაში ჰქონდა, რომელმაც 22 წუთში 12 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

„ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 8 მოგებით და 5 წაგებით მესამე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 18 ნოემბერს, „შარლოტ ჰორნეტსთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090492