ნორვეგიის ნაკრებს თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა იტალიის ნაკრებთან მატჩამდე ისაუბრა.
როგორც მან თქვა, მიზანთან ახლოს არიან, მაგრამ ბოლო თამაშის მოგებაც მათი მიზანია. ასევე ისაუბრა მომავალში იტალიის ჩემპიონატში თამაშზე და ჯანლუიჯი დონარუმაზე, რომლის თანაგუნდელია:
„ვიცით, რომ ეს ბოლო მატჩია და ყველაფერს გავაკეთებთ საკვალიფიკაციო ეტაპის დასაძლევად, ეს არის ის, რაც უნდა გავაკეთოთ. ერთი თამაში დაგვრჩა, შეგვიძლია უდანაკარგოდ ეტაპის დასრულებას და ვეცდებით გამარჯვებას.
საუკეთესო ცენტრალური თავდამსხმელი ვარ? ყოველთვის საუკეთესოდ ვთამაშობ, მაგრამ ამის შეფასება ჩემი საქმე არ არის. კარგ მდგომარეობაში ვარ, ჩემს ეროვნულ ნაკრებთან და კლუბთან ერთად. ძალიან ვამაყობ იმით, სადაც ვარ.
მომავალში იტალიაში თამაში? დიახ, მომწონს იტალია. აქ კარგი თამაშები ჩავატარე, არასდროს იცი, რა მოხდება მომავალში. ახლა ჩემს ცხოვრებაში კარგ მდგომარეობაში ვარ, ამაზე არ ვფიქრობ, მაგრამ არასდროს იცი, რა მოხდება მომავალში.
დონარუმა მსოფლიოში საუკეთესოა, კურტუასთან ერთად, მის წინააღმდეგაც მითამაშია. ჩემი აზრი არ შეცვლილა, შესაძლოა, პირადი თვალსაზრისით ცოტა შეიცვალა. ის შესანიშნავი ადამიანია, მასზე მხოლოდ კარგი სიტყვების თქმა შემიძლია. მის წინააღმდეგ თამაში განსაკუთრებული იქნება. ჩემი მიზანია, მატჩი მოვიგო და როცა მასთან შეხვედრა სასიამოვნო იქნება“, - თქვა ჰოლანდმა.
შეგახსენებთ, რომ ნორვეგია იტალიაში 0:9 (ან უფრო დიდი სხვაობით) თუ არ დამარცხდება, რაც წარმოუდგენელია, მსოფლიოს ჩემპიონატზე გავა, სადაც ბოლოს 1998 წელს ითამაშა, ხოლო ზოგადად დიდ ფორუმზე ნორვეგია ბოლოს 25 წლის წინ, 2000 წელს იყო - ევროპის ჩემპიონატზე.





