ესპანეთის ლიგა ენდესას მეშვიდე ტურში „ტენერიფე“ „ვალენსიას“ ესტუმრა, რომლის წინააღმდეგ 79:96 დამარცხდა.
გიორგი შერმადინისთვის ეს დასამახსოვრებელი მატჩი გამოდგა. მან 22 წუთში 11 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 6-დან 4 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტი 13 გამოდგა.
აღსანიშნავია, რომ შერმადინი ამ შეხვედრაში გადასცდა ლიგა ენდესაში 2000 მოხსნას. მატჩამდე მისი მონაგარი ესპანეთის ჩემპიონატში 1996 მოხსნა იყო, ახლა კი 2002 მოხსნაა.
„ტენერიფე“ 5 მოგების და 2 წაგების ბალანსით მეოთხე პოზიციაზეა, მომდევნო ტურში კი 23 ნოემბერს, „სარაგოსას“ ესტუმრება.









