სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

18:38 | 16.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჰარი კეინი: "ვფიქრობ, კარიერის პიკში ვარ"

ინგლისის ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელმა ჰარი კეინმა განაცხადა, რომ ამჟამად კარიერის პიკზეა.

როგორც მან აღნიშნა, კარიერის განმავლობაში რამდენიმე ეტაპი ძალიან კარგი ჰქონდა, მაგრამ ახლა საუკეთესო პერიოდს განიცდის:

„კარიერის პიკზე ვარ? ვიტყოდი, რომ კი. ცხადია, კარიერის განმავლობაში რამდენიმე შესანიშნავი მომენტი მქონდა. საერთო ჯამში, ფიზიკურად და გონებრივად, უფრო მეტად ვარ კონცენტრირებული, ვიდრე ბოლო წლებში ვიყავი. როდესაც ინგლისის ნაკრებში ვთამაშობ, ყოველთვის ვგრძნობ, რომ ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ვთამაშობ. თავს კარგად ვგრძნობ. მიზნები? მომავალ წელს, მსოფლიოს ჩემპიონატზე გვსურს რაღაც მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევა.

ოქროს ბურთი? შემიძლია 100 გოლიც გავიტანო სეზონში, მაგრამ თუ ჩემპიონთა ლიგას ან მსოფლიოს ჩემპიონატს ვერ მოვიგებ, შანსი არ მაქვს“, - თქვა კეინმა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097241