ძიუდო

20:30 | 16.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა მაისურაძის ვერცხლის მედალი ზაგრების გრან პრიზე

ზაგრების გრან პრიზე ლუკა მაისურაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

90 კგ წონით კატეგორიაში მაისურაძემ კამერუნელი კევინ ბუდაინი, ფრანგი ტიზიე გნამიენი, ბელგიელი იარნე დუიკი და სერბი მილიან რადული დაამარცხა. შედეგად, ფინალში გავიდა, სადაც ბულგარელ ივაილო ივანოვს დაუპირისპირდა, რომელთანაც დამარცხდა და მეორე ადგილს დასჯერდა. ეს საქართველოს პირველი მედალია ზაგრებში, სადაც გადახალისებული შემადგენლობით გამოდიოდა.

დღესვე, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა საბა ინანეიშვილმა და საქართველომ ზაგრების გრან პრი თითო ვერცხლი-ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093218