საქართველოს ეროვნული ნაკრები სოფიაში ჩავიდა, სადაც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩს გამართავს. წლის ბოლო შეხვედრაში ვილი სანიოლის გუნდი ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ტრავმის გამო ნაკრებთან ერთად სოფიაში საბა გოგლიჩიძე ვერ გაემგზავრა. ბულგარეთში ეროვნულ გუნდს მტკ ბუდეპაშტის 27 წლის მცველი, ილია ბერიაშვილი შეუერთდა, რომლისთვისაც ეს პირველი სანაკრებო გამოძახებაა.
17 ნოემბერს, თამაშის მასპინძელ სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიში და ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფში 3 ქულით მესამე ადგილზეა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგული აქვს, ხოლო წლის ბოლო მატჩს ბულგარეთთან 18 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე გამართავს.









