ზაგრების გრან პრი საქართველომ ბრინჯაოს მედლით დაასრულა, რომელიც საბა ინანეიშვილის აქტივშია.
+100 კგ წონით კატეგორიაში ინანეიშვილმა ხორვატი მიკიტა სვირიდი, ფრანგი ტიმან დიაბი დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში ნიდერლანდელ იურ სპიკერსთან წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლა, მისი მეტოქე კი აზერბაიჯანელი ჯამალ გამზატხანოვი იყო, რომელსაც სძლია და მესამე ადგილი დაიკავა.
დღეს ვერცხლის მედალი მოიპოვა ლუკა მაისურაძემ (90 კგ). შესაბამისად, საქართველომ ზაგრების გრან პრი თითო ვერცხლი-ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
აქვე გეტყვით, რომ 100 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილმა მოიპოვა.









