ესპანეთის ლიგა ენდესას მე-7 ტურში „ბარსელონამ“ „ბასკონიასთან“ საკუთარ მოედანზე 91:83 გაიმარჯვა.
თორნიკე შენგელია მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და 25 წუთში გუნდს 14 ქულით, 7 მოხსნით, 3 პასით და 2 დაფარებით დაეხმარა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 10-დან 7 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 2 სამქულიანი და 1 საჯარიმო ააცილა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 20 იყო.
„ბარსელონა“ 3 გამარჯვებით და 4 მარცხით მე-9 პოზიციაზეა, მომდევნო ტურში 23 ნოემბერს, „გრან კანარიას“ სტუმრად დაუპირისპირდება.









