ჩოგბურთი

1:10 | 17.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

იანიკ სინერმა ალკარასს აჯობა და წლის შემაჯამებელი ტურნირი მოიგო

ჩოგბურთში წლის შემაჯამებელი ტურნირი იტალიის ქალაქ ტურინში გაიმართა და იტალიელი იანიკ სინერის ტრიუმფით დასრულდა.

სინერმა რეიტინგის ლიდერ კარლოს ალკარასს ორსაათიან ბრძოლაში 2:0 აჯობა. პირველი სეტი იანიკმა ტაიბრეიკზე (7:4) მოიგო, ხოლო მეორე სეტში ერთით მეტი ბრეიკი ჰქონდა, ვიდრე მეტოქეს და საბოლოოდ, ორ სეტში, 7:6, 7:5 მოიგო.

იანიკმა მატჩ 8 ეისით და 5 ორმაგი შეცდომით დაასრულა, ხოლო კარლოსმა 5 ეისი მიითვალა და ორმაგი შეცდომა არ ჰქონია. სინერმა წლის შემაჯამებელი ტურნირის მოგება ზედიზედ მეორედ მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090748