აფრიკის ზონის პლეი-ოფის ფინალში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებმა ნიგერია პენალტების სერიაში დაამარცხდა.
გუნდებმა პირველ ტაიმში თითო გოლი გაიტანეს: ნიგერია სწრაფად დაწინაურდა ფრანკ ონიეკას გოლით, რასაც მეტოქემ მეშაკ ელიამ უპასუხა. შემდეგ ანგარიში უცვლელი დარჩა, დამატებით დროშიც და ყველაფერი პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც კონგოელებმა 4:3 მოიგეს.
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა მარტში კიდევ ერთ პლეი-ოფს ითამაშებს, სადაც 6 ნაკრები იქნება და ორი გავა მუნდიალზე. ჯერჯერობით, მისი სამი მონაწილეა ცნობილი - კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ახალი კალედონია და ბოლივია.
ნიგერია - დ.რ. კონგო 1:1 (1:0)
გოლები: 1:0 ონიეკა (3), 1:1 ელია (32)









