თამაშგარე

10:23 | 17.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბარბარა პავლინი თანამემამულეებს შემოსწყრა

უნგრეთის ეროვნული გუნდის ირლანდიის ნაკრებთან დრამატულ მარცხს და მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა დარჩენას უნგრეთის საზოგადოება დიდი ვარამითა და თავში ცემით შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთის ამ ფორმაციის ეროვნულ გუნდს ფაქტობრივად არაფერი აკავშირებს ლეგენდარულ „დიდ გუნდთან“, უნგრელებს ჰქონდათ დიდი იმედი, რომ მინიმუმ მუნდიალზე მაინც გავიდოდნენ.

ნაკრებს კრიტიკის ქარ-ცეცხლი სხვა მრავალ თანამემამულესთან ერთად, უნგრეთის საფეხბურთო ნაკრების თილისმად მიჩნეულმა ჭეშმარიტად მშვენიერმა ასულმა, „ვიქტორია სიქრითის“ მოდელმა, ბარბარა პავლინმაც დაატეხა, რომელმაც უნგრეთის ნაკრების დოყლაპია მოთამაშეებს შტერები და მოუქნელები უწოდა.

„ნაკრების სახედ წარმოჩინებაზე მხოლოდ იმიტომ დავთანხმდი, რომ ვფიქრობდი ამ გზით ჩვენს გუნდს და პირველ რიგში ქვეყანას დავუჭერდი მხარს, თუმცა მებრძოლი გუნდის ნაცვლად ვნახეთ რომ ჩვენ გვყავს მხოლოდ საკუთარ თავზე მოფიქრალი, შტერი და მოუქნელი ფეხბურთელები, რომლებსაც ვერასოდეს ენდობი“ - დაიწუწუნა ბარბარამ და მის პოზიციას ალბათ მილიონობით უნგრელი იზიარებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.174726