სხვა

11:20 | 17.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

კევინ ვალეხოსმა სოციალურ ქსელში გიგა ჭიკაძეს და ქართველ გულშემატკივარს მიმართა

როგორც მოგეხსენებათ, UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე ოქტაგონში ბრუნდება. უკვე ოფიციალურად დადასტურებულია, რომ ჭიკაძე UFC Vegas 112-ზე იბრძოლებს და მისი მეტოქე არგენტინელი კევინ ვალეხოსი იქნება.

ამ ბრძოლასთან დაკავშირებით არგენტინელმა მებრძოლმა სოციალურ ქსელ X-ზე პოსტი გამოაქვეყნა და გიგა ჭიკაძეს და ქართველ გულშემატკივარს მიმართა:

"გიგა, მადლობა, რომ ბრძოლას დათანხმდი. იმის მიუხედავად, რომ მე რეიტინგში საერთოდ არ ვარ შენ ეს მაინც გააკეთე. ლეგენდა ხარ, ჩემი პატივისცემა",

"საქართველო ულამაზესი ქვეყანა და ამასთან ერთად ქართველი გულშემატკივრები ძალიან მომწონს. ვწუხვარ, რომ თქვენს ერთ-ერთ ლეგენდას უნდა შევეხო", - წერს ვალეხოსი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ გიგა ჭიკაძისა და კევინ ვალეხოსის ბრძოლა 14 დეკემბერს გაიმართება.


სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092554