საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "უოტფორდის" შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს და მომდევნო მატჩისთვის ემზადება.
"უოტფორდი" ჩემპიონშიფში მომდევნო მატჩს 22 ნოემბერს გამართავს და სტუმრად "დერბის" დაუპირისპირდება და როგორც ცნობილი ხდება ამ მატჩისთვის გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ემზადება გიორგი ჩაკვეტაძე. აღნიშნულ ინფორმაციას "უოტფორდის" სოციალური ქსელის საშუალებით ვიგებთ, სადაც რამდენიმე წუთის წინ სავარჯიშო პროცესზე გადაღებული ჩაკვეტაძის სურათები გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძემ ფეხის თითის ტრავმა გასული სეზონის ბოლოს მიიღო და 5 აპრილის შემდეგ აღარ უთამაშია.









