საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ ამერიკაში მიმდინარე ლეიკ პლესიდში გრან პრის სერიის მე-5 ეტაპზე ქალთა შორის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ანასტასია თავისუფალ პროგრამაში მხოლოდ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს ჩამორჩა. ორი პროგრამის ჯამში კი 204.69. ქულა დააგროვა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკული ეტაპის გამარჯვებული ამერიკელი ალისა ლიუსა გახდა 214.27 ქულით, მე-2 ადგილზე კი იაპონიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი რინკა ვატანაბე (210.96) გავიდა.









