სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

15:16 | 17.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" 19 წლის ფეხბურთელით სერიოზულად ინტერესდება

"ლივერპული" და მისი მთავარი მწვრთნელი არნე სლოტი "ალკმარიის" 19 წლის ნახევარმცველის კიზ სმიტის გადაბირებით სერიოზულად არიან დაინტერესებულნი. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი გამოცემა TEAMtalk-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "მერსესაიდელთა" ხელმძღვანელობა მზად არის ახალგაზრდა ნიდერლანდელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 22 მილიონი ფუნტი გადაიხადონ, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და შესაძლოა სმიტი მომდევნო სეზონიდან "ლივერპულში" ვიხილოთ.

კიზ სმიტსს სათამაშო სტილით "ბარსელონას" ფეხბურთელ პედრის ადარებენ და ინგლისში ფიქრობენ, რომ სამომავლო გეგმებისთვის იდეალური ვარიანტი იქნება.

19 წლის ფეხბურთელი "ალკმაარის" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და ძირითად გუნდში 2024 წლიდან თამაშობს. სმიტს მიმდინარე სეზონში 19 მატჩში აქვს ნათამაშები და თავი 2 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095254