სხვა

15:54 | 17.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ზურაბ ზვიადაურს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ოლიმპიურ ჩემპიონს ზურაბ ზვიადაურს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და ციხეს 4 თვეში 5000 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ დატოვებს.

ამ მოთხოვნით, საგამოძიებო უწყებას ზვიადაურის ადვოკატმა მიმართა. ზვიადაურს საპროცესო შეთანხმების თანახმად, 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, პირობითი მსჯავრი და 5 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ზვიადაური 17 სექტემბერს, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.149448