ფეხბურთი

16:30 | 17.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჯენარო გატუზო : "გულშემატკივრებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ, ასეთი ანგარიშით მარცხი მიუღებელია"

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის ბოლო ტურში იტალიის ნაკრებმა მილანში ნორვეგიის ნაკრებს უმასპინძლა და 1:4 განადგურდა. შედეგად ნორვეგია 28 წლის შემდეგ პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ხოლო იტალიის ნაკრები პლეი-ოფში ითამაშებს.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ჯენარო გატუზომ ისაუბრა და გულშემატკივრებს მოუბოდიშა:

"ჩვენს გულშემატკივარს ბოდიში უნდა მოვუხადოთ, რადგან ასეთი ანგარიშით მარცხი მიუღებელია. მატჩი საკმაოდ კარგად დავიწყეთ და პირველი ტაიმი იდეალურად ჩავატარეთ, მეორე ნახევარში კი მეტოქეს ბურთი დავუთმეთ და ბევრი შეცდომა დავუშვით, რაც ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო.

პირველ ნახევარში გუნდმა საკმაოდ კომპაქტურად ითამაშა და მეტოქეს ზუსტ დროს და ზუსტ ადგილას ვაპრესინგებდით, სამწუხაროთ ეს ყველაფერი დაგვაკლდა მეორე ტაიმში და მეტოქემ ეს ყველაფერი კარგად გამოიყენა", - განაცხადა გატუზომ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები პლეი-ოფში ითამაშებს და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას აქედან ეცდება. წილისყრა 20 ნოემბერს გაიმართება, ხოლო ნახევარფინალური და ფინალური მატჩები 2026 წლის მარტში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.160099