ფეხბურთი

19:12 | 17.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდი: "მანჩინიმ საჯდომზე შეხება დამიწყო და გავბრაზდი, ორი გოლიც ამის შემდეგ გავიტანე"

ნორვეგიის ნაკრების ფორვარდმა ერლინგ ჰოლანდმა იტალიის ნაკრებთან მატჩის (4:1) შემდეგ, რომელშიც დუბლი შეასრულა, კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, ის ჯანლუკა მანჩინიმ გააბრაზა, რომელიც საჯდომზე ეხებოდა, რის შემდგომაც, საქმეს სერიოზულად მიუდგა და ორი გოლი გაიტანა. ჰოლანდმა მანჩინის მოტივაციისთვის მადლობა გადაუხადა:

„როდესაც ანგარიში 1:1 გახდა, მანჩინიმ საჯდომზე შეხება დამიწყო და გავიფიქრე: „რას აკეთებს?“ ამიტომ ცოტა გავბრაზდი და ვუთხარი: „დიდი მადლობა მოტივაციისთვის, ახლა სერიოზულად ვითამაშებ“. შემდეგ ორი გოლი გავიტანე, 4:1 მოვიგეთ, ასე რომ, ყველაფერი კარგად წავიდა. მისი მადლიერი ვარ“, - აღნიშნა ჰოლანდმა.

ნორვეგიის ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი 8 ტურში 8 მოგებით და 24 ქულით დაასრულა, იტალია ორჯერ გაანადგურა, შინ 3:0 და სტუმრად - 4:1. 2000 წლის შემდეგ, როცა ნორვეგია ევროპის ჩემპიონატზე იყო, დაუბრუნდა დიდ სანაკრებო ფორუმს, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე 1998 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს. ერლინგ ჰოლანდი 16 გოლით საკვალიფიკაციო ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

აი, ითამაშებს თუ არა იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე 2014 წლის შემდეგ პირველად, ეს მარტში გაირკვევა, როცა პლეი-ოფის ნახევარფინალი და ფინალი გაიმართება. 20 ნოემბერს, წილისყრაა და იტალია მეტოქის ვინაობას გაიგებს, თუმცა, ვინც არ უნდა შეხვდეს, ძალიან გაუჭირდება, გუნდი უდიდესი წნეხის ქვეშაა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094369