სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

18:35 | 17.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

დე ლა ფუენტე: "არ ვარ იმდენად ქედმაღალი, რომ ჩემს თავს მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი ვუწოდო"

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ თურქეთთან მატჩის წინ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, სურთ დაუმარცხებელი სერია გააგრძელონ და მოედანზე საუკეთესო შემადგენლობა გავა:

„მსოფლიოში საუკეთესო გუნდი გვყავს და მატჩს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვუდგებით, პრესტიჟის, გულშემატკივრების გამო, რადგან გვსურს გამარჯვებების სერიის და კონკურენციის გაგრძელება, 31-ე წაუგებელი მატჩის მიღწევა... მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს ფეხბურთელები არასდროს დაიღლებიან გამარჯვებით. ჩვენი მეტოქეების პატივისცემა გვაიძულებს, გამოვიყვანოთ ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელები. აქ ყველა მოთამაშე მნიშვნელოვანია.

არ ვარ იმდენად ქედმაღალი, რომ ვთქვა, რომ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი ვარ. პატივია და სიამაყის წყარო, რომ ხალხი ეროვნულ გუნდზე საუბრობს და ინდივიდებზე დაფუძნებულ იარლიყებს შორდება. სწორედ ეს უნდა იყოს ხაზგასმული. უბრალოდ ვცდილობ, ყოველდღე უკეთ შევასრულო ჩემი საქმე, დავრწმუნდე, რომ ფეხბურთელები ჩვენთან კარგად გრძნობენ თავს და მოთხოვნების შესაბამისად ვიმოქმედო“, - თქვა დე ლა ფუენტემ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები თურქეთთან 0:7-ს თუ არ წააგებს, მსოფლიოს ჩემპიონატზე გავა...

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09252