სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

19:58 | 17.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი: "მომენტი, რომელიც ახლა დგას, ჩვენთვის დიდი გამოწვევაა"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა ბულგარეთთან მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, მიმდინარე შეკრებაზე ნაკრების ყველა წევრისგან იგრძნობა, რომ მიზანი ერთი აქვთ - წარმატების გზაზე დაბრუნება:

„ბულგარეთის წინააღმდეგ პირველი მატჩი არ მითამაშია, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ისინი კომპაქტურები არიან და დაცვაში ძნელია სივრცეების პოვნა. მათთვის შანსების შექმნა ადვილად შეუძლებელია. თბილისური მატჩის პირველ 10 წუთში მათ პრობლემები შეგვიქმნეს. ხვალ, ალბათ, განსხვავებული მატჩი იქნება, რადგან ისინი სახლში თამაშობენ და ეს მათი ბოლო მატჩია. ალბათ, საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ისინი მოტივირებულები იქნებიან, უფრო გახსნილ თამაშს ველი, ასევე იმის გამო, რომ უქულოდ არიან და ბოლო მატჩი ბოლო შანსია ქულების მოსაპოვებლად.

ამ შესარჩევ ციკლში განსხვავებული მოლოდინები იყო, ყველას გვინდოდა უკეთესი შედეგი, მაგრამ ეს მომენტი, რაც ახლა დადგა, ჩვენთვის დიდი გამოწვევაა, თუ როგორ დავაღწიოთ თავი და ვიპოვოთ გამოსავალი. ამ შეკრებაზე განსაკუთრებით იგრძნობა ყველა ფეხბურთელში, რომ ერთი მიზანი გვაქვს, დავბრუნდეთ წარმატების გზაზე და ყველამ თავისი წვლილი შეიტანოს.

ჩაკვე რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ფეხბურთელია, ეს ყველამ ვიცით და ყველა ვაფასებთ. ჩემთვის მასთან ერთად თამაში უფრო ადვილია, ერთმანეთის ყველა თვისებები ვიცით. თუმცა, ფეხბურთში ტრავმები და დანაკლისი ჩვეულებრივი ამბავია, ამიტომ, ამაზე სპეკულირება არა მგონია სწორი იყოს. რა თქმა უნდა, უდიდესი დანაკლისია და ყველას გვინდა, ჩვენთან ერთად იყოს, მაგრამ განაცხადში ამდენი ფეხბურთელი იმისთვისაა, რომ შეცვალოს. ჩაკვე არავინ იქნება, თუმცა, სხვებს შეუძლიათ თამაში“, - თქვა კიტეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფში 3 ქულით მესამე ადგილზეა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგული აქვს, ხოლო წლის ბოლო მატჩს ბულგარეთთან 18 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098577