ბულგარეთის ნაკრების მთავარმ მწვრთნელმა ალექსანდარ დიმიტროვმა საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
როგორც მან თქვა, საქართველოს მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავს, რომელთა წინააღმდეგ, რომ მაქსიმუმის გაკეთებაა საჭირო წარმატების მისაღწევად.
„პირველ რიგში, მინდა თურქეთთან მატჩს დავუბრუნდე. კარგად ვითამაშეთ, მაგრამ საკამათო პენალტმა საბოლოო შედეგზე გავლენა მოახდინა და კიდევ ერთმა ავტოგოლმა. ვიცით, როგორი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ, მაგრამ ფეხბურთელების დამოკიდებულება და ქცევა ძალიან კარგი იყო, სწორედ ეს გვინდა ვნახოთ. გთხოვთ, ფეხბურთელებს თავი დაანებოთ. ეს ავტოგოლებიც არსებული ზეწოლით არის გამოწვეული. ცხადია, რომ ზეწოლის ქვეშ ვმუშაობთ, მაგრამ ეს ჩემზე უნდა იყოს და არა ფეხბურთელებზე.
საუკეთესო ის იქნება, რომ სტადიონი სავსე იყოს და გულშემატკივრებმა მხარი დაგვიჭირონ - როდესაც ვალიადოლიდსა და ბურსაში ვთამაშობდით, ბევრი ესპანელი და თურქი გულშემატკივარი იყო. იმედი მაქვს, რომ ჩვენი შრომით შევძლებთ ჩვენი თამაშისა და შედეგების გაუმჯობესებას და ამით გულშემატკივრების სტადიონზე დაბრუნებას. სტატისტიკა შინ საქართველოსთან დადებითია? კარგია, მაგრამ ეს წარსულს ჩაბარდა. საქართველოს ძალიან კარგი და მაღალი კლასის მოთამაშეები ჰყავს, რომელთა წინააღმდეგაც მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ შესარჩევ ეტაპზე ღირსეულად დავასრულოთ გამოსვლა. გუნდი ძალიან რთულ მომენტში ჩავაბარე. ყველაფერს გავაკეთებთ და მაქსიმუმი გავაკეთოთ, მით უმეტეს, რომ სახლში ვთამაშობთ.
აქ მოსვლისას ვფიქრობდი, რა მეთქვა ატანას ჩერნევზე. გასახდელიდან იშვიათად გამომაქვს ინფორმაცია. მას ვესაუბრე, ეს ყველას შეიძლება დაემართოს. ის ჩემს ნდობას არ დაკარგავს, იმსახურებს საფეხბურთო საზოგადოების მხარდაჭერას. ის პერსპექტიული ბიჭია. სავარაუდოდ, სასტარტო შემადგენლობაში არ იქნება.
დღეს ბულგარული ფეხბურთისთვის დიდი თარიღია. გვინდა, რომ მსგავს წარმატებებს მივუახლოვდეთ. გავიხსენოთ, რომელ გუნდებში თამაშობდნენ ბულგარელი ფეხბურთელები 1993 წელს. როდესაც ჩვენი ფეხბურთელები კვლავ ასეთ გუნდებში ითამაშებენ, მაშინ შეგვიძლია ახალ ამერიკულ ზაფხულზე ვიოცნებოთ. ყველანაირად ვცდილობთ, ბიჭებში ნდობა გავაღვივოთ. მათ მხარდაჭერა სჭირდებათ.
რა თქმა უნდა, ინდივიდუალური კლასი ძალიან მნიშვნელოვანია. გუნდური თამაშიც, ეს არ არის ერთი კაცის შოუ. როდესაც არის მხარდაჭერა და მოთამაშეები და მწვრთნელები ყველაფერს აკეთებენ, მაშინ შეგვიძლია დავინახოთ დადებითი რაღაცები. არის გვერდითი ფაქტორებიც - თურქეთის პენალტი, ავტოგოლი, ასეთ რაღაცეებს გავლენა აქვთ. მარტისთვის ზომებზე ვმუშაობთ, ყურადღებით უნდა შევარჩიოთ მეტოქეები, ამ გუნდმა უნდა შეწყვიტოს წაგება და დაიწყოს გამარჯვება. ვეძებთ მეტოქეს, რომელთა წინააღმდეგაც ფეხბურთელების თავდაჯერებულობას აღვადგენთ“, - თქვა დიმიტროვმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფში 3 ქულით მესამე ადგილზეა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგული აქვს, ხოლო წლის ბოლო მატჩს ბულგარეთთან 18 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე გამართავს. საქართველოს ნაკრებს ბულგარეთთან ბოლო სამი მატჩი არ წაუგია (2 მოგება, 1 ფრე), მაგრამ ჯამში უპირატესობა მეტოქეს აქვს - 4 მოგება (ბულგარეთი), 2 ფრე, 3 მოგება (საქართველო).









