ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა კარიმ ბენზემამ არ იცის, სად ითამაშებს მომდევნო სეზონში.
ბენზემას „ალ-იტიჰადთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში ეწურება და ამ საკითხზე მოკლე კომენტარი გააკეთა:
„ჩემი კონტრაქტი აქ იწურება, ეს მართალია. ჯერ ვერ ვიტყვი, დავრჩები თუ წავალ; ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. დეკემბერში 38 წლის გავხდები. წარმომიდგენია, რომ კიდევ ორი წელი ვითამაშებ ფეხბურთს. ფიზიკურად კარგად ვარ, ბევრს ვშრომობ და ვთამაშობ: მიყვარს ფეხბურთი, მსიამოვნებს. ვნახოთ, რა მოხდება, რას ფიქრობს კლუბი. მიყვარს პირისპირ საუბარი და მათი აზრის მოსმენა. ჩემთვის საუკეთესო აქ დარჩენაა. ვფიქრობ, რომ ლიგაში ფეხბურთის დონე სულ უფრო და უფრო უმჯობესდება. აქ სამი წელია ვარ, სულ უფრო და უფრო უმჯობესდება და აგრძელებს პროგრესს. მართალია, ევროპიდან შემოთავაზებები მაქვს. ყველაფერი უნდა შევაფასო, ფრთხილად ავირჩიო და ვნახო, სად ვგრძნობ თავს კომფორტულად, არ ვივიწყებ, რომ აქ ბედნიერი ვარ და ყველას ვუყვარვარ. მაგრამ ვნახოთ“, - თქვა ბენზემამ.
შეგახსენებთ, რომ კარიმ ბენზემა „ალ-იტიჰადში“ 2023 წლიდან თამაშობს და 75 მატჩში 46 გოლი აქვს გატანილი.









