ფეხბურთი

1:11 | 18.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "ნეიმარს 6 თვე აქვს, რომ თავისი ყველა თვისება წარმოაჩინოს"

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ნეიმარის შესახებ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ნეიმარი იმ ფეხბურთელთა სიაშია, რომლებსაც მუნდიალზე წასაყვანად განიხილავს. თუმცა, მანამდე ნეიმარმა უნდა დაამტკიცოს, რომ ნაკრებში თამაშს იმსახურებს:

„ნეიმარი მსოფლიოს ჩემპიონატზე სავარაუდო განაცხადში. ახლა მას ექვსი თვე აქვს საბოლოო სიაში მოსახვედრად და მხოლოდ ერთი რამ უნდა გავაკეთოთ: სხვების მსგავსად დავაკვირდეთ მას, რათა საბოლოო სიაში შეცდომები არ დავუშვათ. ის ტრავმისგან გამოჯანმრთელდა. ახლა მას ექვსი თვე აქვს სათამაშოდ. მას შემდეგ, როდესაც ბრაზილიის ჩემპიონატის ახალი სეზონი დაიწყება, ექნება დრო, რომ წარმოაჩინოს თავისი ყველა თვისება და ფორმაში დაბრუნდეს“, - თქვა ანჩელოტიმ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.143654