სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

2:10 | 18.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

მონტელა: "შედეგით კმაყოფილი ვარ, მთავარი კონკურენტი საქართველო ორჯერ დამარცხეთ"
"საკვალიფიკაციო ეტაპის ფორმატი უნდა შეიცვალოს, ბევრი რამ წილისყრაზეა დამოკიდებული"

თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ განაცხადა, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე მისი გუნდის შედეგით კმაყოფილია, რადგან მთავარ კონკურენტ საქართველოს ორ შეხვედრაში აჯობეს.

მონტელამ ასევე ისაუბრა საკვალიფიკაციო ეტაპის ფორმატზე და ამბობს, რომ ფიფამ ის უნდა შეცვალოს:

„მსგავსი ტიპის მატჩები ყოველთვის მოტივაციის დიდი წყაროა. შემიძლია ვთქვა, რომ ფეხბურთელობისას ასეთი თამაშები ჩემი ფავორიტი იყო, რადგან გინდა შენი შესაძლებლობების დემონსტრირება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იქნება, რათა გავიგოთ, თუ რა დონეზე ვართ. ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია, ვიცით, რომ ამბიციით, მონდომებით და ჩვენი ფეხბურთის თამაშით, ესპანეთის დამარცხება შეგვიძლია, რატომაც არა?

ესპანეთთან პირველ მატჩს თუ არ ჩავთვლით, ფანტასტიკური საკვალიფიკაციო ეტაპი გვქონდა. ჩვენი მთავარი კონკურენტი საქართველო იყო, რომელიც ორივე მატჩში დავამარცხეთ. ჩემი გუნდი იზრდება, ჯანსაღი ატმოსფეროა. დაცვაში გაუმჯობესება გვჭირდება, მაგრამ არ ვგულისხმობ მცველებს.

საკვალიფიკაციო ეტაპის ფორმატი? საკითხზე, რაზეც გატუზომ ისაუბრა, მანამდეც მიფიქრია. ცხადია, რომ სამხრეთ ამერიკაში, სადაც ერთიანი სატურნირო ცხრილია, უფრო ადვილია მსოფლიოს ჩემპიონატზე გახვიდე, ვიდრე - ვერ. ჩვენთან კი, ბევრი რამ წილისყრაზეა დამოკიდებული. მაგალითად, მსოფლიოს ჩემპიონატზე პირდაპირ გასასვლელად ევროპის ჩემპიონისა და მსოფლიოს საუკეთესო ნაკრების, ესპანეთის დამარცხება გვჭირდება. მე მაგალითად, მომწონს ჩემპიონთა ლიგის და სხვა საკლუბო ევროტურნირების სისტემა და ვფიქრობ, რომ ფიფა შეისწავლის რეფორმას, რომელიც მსგავსი მოდელის იქნება, რაც უფრო სამართლიანია.

სევილიაში დაბრუნება? აქ შესანიშნავი 5 თვე გავატარე. თუმცა, ვფიქრობ, ისეთი უსამართლობა გადავიტანე, როგორიც სამწვრთნელო კარიერაში არასდროს განმიცდია. თასის ფინალი წავაგეთ „ბარსელონასთან“, რომელსაც მესი და სუარესი ჰყავდა. ჩემპიონთა ლიგიდან „მანჩესტერ იუნაიტედი“ გამოვთიშეთ, ხოლო „ატლეტიკო“ - თასიდან. უსამართლობის მიუხედავად, ჩემი მოგონებები სევილიასთან ლამაზია, ძალიან დადებითი“, - აღნიშნა მონტელამ.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის ნაკრებს მუნდიალზე პირდაპირ გასასვლელად მინიმუმ 7:0 მოგება სჭირდება, თუ არადა, ჯგუფში მეორე ადგილს დაიკავებს და მარტში პლეი-ოფიდან გააგრძელებს ბრძოლას.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.100073