სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

0:55 | 18.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძემ ვარჯიში განაახლა

„ვილიარეალის“ ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ საწვრთნელი პროცესი განაახლა.

ქართველ ფორვარდს ტრავმის გამო კლუბში ბოლო მატჩი გაუცდა („ესპანიოლთან“) და ვერც საქართველოს ნაკრებს დაეხმარა. გიორგი უკვე გამოჯანმრთელდა. მან დღეს პირველად განაახლა ვარჯიში, ცხადია, ჯერ სათამაშოდ მზად არ არის და ბულგარეთთან ვერ ითამაშებდა.

ასე რომ, უახლოეს ტურში მიქაუტაძეს „ვილიარეალის“ რიგებში მოედანზე უნდა ველოდოთ. ესპანური გუნდი 22 ნოემბერს, ლა ლიგაში „მალიორკას“ უმასპინძლებს.

გიორგი მიქაუტაძეს ყველა ტურნირზე „ვილიარეალის“ მაისურით 12 თამაშში 4 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს აქტივში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.04496