ფეხბურთი

11:08 | 18.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

„მოემზადეთ კლუბებში“ - უკრაინის მწვრთნელმა რებროვმა ისლანდიასთან მატჩის შემდეგ თავის ფეხბურთელებს მიმართა

უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერჰიი რებროვმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-6 ტურში ისლანდიასთან 2:0 გამარჯვების შემდეგ თავისი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა.

„ეს გუნდია, ნამდვილად ვიგრძენი, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს. შეიძლება წაგვეგო, შეიძლება მოგვეგო, მაგრამ თქვენ ნამდვილად გუნდი იყავით და ბოლომდე იბრძოლეთ.

მადლობელი ვარ თითოეული თქვენგანის. ტოლია ტრუბინს რომ არ გადაერჩინა ეს ბურთი, ვინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები. ბოლო 10 წუთში რომ წინ არ წავსულიყავით ძნელი წარმოსადგენია, როგორ დასრულდებოდა ყველაფერი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ პირველიდან ბოლო წუთამდე ერთიანად იმოქმედეთ. ვერავის გამოვარჩევ. თქვენ ნამდვილად იბრძოლეთ უკრაინისთვის. დიდი მადლობა.

მინდა ერთი რამ შეგახსენოთ. როდესაც „დინამოს“ ვწვრთნიდი, ხანდახან ვეუბნებოდი მოთამაშეებს: „თუ კლუბში თავს ცუდად გრძნობთ, შესაძლოა, ეროვნულ ნაკრებში მკურნალობა გაიაროთ“. თუმცა, დრო შეიცვალა - ახლა, დარწმუნებული ვარ, ეროვნულ ნაკრებში გამოძახება თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი გახდა, ეს არის შესაძლებლობა, გახვიდეთ მოედანზე და იბრძოლოთ თქვენი ქვეყნისთვის.

ამიტომ, მინდა ერთი რამ გითხრათ: მოემზადეთ თქვენს კლუბებში. მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ორი მნიშვნელოვანი პლეი-ოფის მატჩი გელოდებათ. დღეს შესანიშნავი სამუშაო გაწიეთ, მაგრამ კიდევ ერთი ნაბიჯია გადასადგმელი. იქ მისასვლელად, საუკეთესო ფორმაში უნდა იყოთ. გმადლობთ - შესანიშნავები ხართ“, - ციტირებს რებროვის სიტყვებს უკრაინის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური ვებ-გვერდი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის საპლეიოფო მეტოქეების ვინაობა 20 ნოემბერს გახდება ცნობილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098897