გერმანიის ნაკრების თავდამსხმელმა ნიკ ვოლტემადემ ოფიციალურ მატჩში კვლავ გაიტანა გოლი. თავდამსხმელმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე სლოვაკეთის წინააღმდეგ მატჩის მე-18 წუთზე გამოიჩინა თავი. ეს გოლი „ნიუკასლის“ ფეხბურთელისთვის ეროვნულ ნაკრებში ზედიზედ მესამე იყო. მანამდე ვოლტემადემ ჯერ ლუქსემბურგის წინააღმდეგ შესარჩევ მატჩში (2:0), შემდეგ ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ (1:0) გაიტანა.
ნიკ ვოლტემადემ ბოლო თოთხმეტ მატჩში ცხრა გოლი გაიტანა. ეს სტატისტიკა მოიცავს მის თამაშებს როგორც „ნიუკასლში“, ასევე გერმანიის ეროვნულ ნაკრებში.







