კალათბურთი

16:17 | 18.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილის 7 ქულა და "ტორონტოს" მორიგი გამარჯვება NBA-ში

NBA-ში „ტორონტო რეპტორსმა“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა და საკუთარ მოედანზე „შარლოტ ჰორნეტსი“ დაძაბულ ბრძოლაში 11:0 108 დაამარცხა. მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა.

სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე 15 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი 7 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება დააგროვა. ქართველმა 5-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.

„ტორონტო რეპტორსი“ 9 მოგებით და 5 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი, 20 ნოემბერს, „ფილადელფიასთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09277