ფეხბურთი

20:15 | 18.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონის შვილის მეორე ჰეთ-თრიქი ჩეხეთის 19-წლამდე ნაკრებში

ლეგენდარული იტალიელი მეკარის, ჯანლუიჯი ბუფონის შვილი, ლუის ტომას ბუფონი ჩეხეთის 19-წლამდე ნაკრებში თამაშობს, რომელიც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სამ მატჩში 6 გოლი გაიტანა.

პირველ ტურში ჩეხეთის 19-წლამდელებმა აზერბაიჯანი 6:1 გაანადგურეს, ხოლო ბუფონის 17 წლის შვილი მოედანზე საუკეთესო იყო - ჰეთ-თრიქი შეასრულა. მეორე ტურში ჩეხეთმა მალტას ვერ მოუგო (2:2), ბუფონს არ გაუტანია, მაგრამ ბოლო 15 წუთი ითამაშა, ხოლო მესამე ტურში კონკურენტ ჩრდილოეთ ირლანდიას ჩეხეთმა 4:0 სძლია, რაც ლუის ტომასის დამსახურებაა, რომელმაც ისევ ჰეთ-თრიქი შეასრულა. ასე რომ, სამ ტურში, ექვსი დღის ინტერვალით ორჯერ გამოირჩა ჰეთ-თრიქი.

ლუის ბუფონი „პიზაში“ ირიცხება და მიმდინარე სეზონში დებიუტი სერია A-შიც ჰქონდა და იტალიის თასზეც. მას ჩეხური მოქალაქეობაც აქვს, რადგან ჩეხი დედა ჰყავს - ალიონა სერედოვა. იტალიაში უფრო დიდი კონკურენციაა, ამიტომაც, პატარა ბუფონმა ჩეხეთი აირჩია, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მაინც.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.173649