სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

22:22 | 18.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბულგარეთისა და საქართველოს ნაკრებების ძირითადი შემადგენლობები ცნობილია

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს დღეს, სოფიაში, ბულგარეთთან მატჩით დაასრულებს.

უკვე ცნობილია ორივე ნაკრების ძირითადი შემადგენლობა. ვილი სანიოლმა წინა მატჩთან შედარებით, როგორც მოსალოდნელი იყო გარკვეულ ცვლილებებს მიმართა.

ბულგარეთი (4-3-3): მიტოვი; გეორგიევი, კ. დიმიტროვი, ველკოვი, პეტროვი; გრუევი, სტოიანოვი, კრასტევი; რუსევი, დესპოდოვი, ზ. დიმიტროვი

საქართველო (4-3-3): მამარდაშვილი; გოჩოლეიშვილი, კაშია, ლოჩოშვილი, წიტაიშვილი; ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, კიტეიშვილი; დავითაშვილი, ზივზივაძე, კვარაცხელია

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფში 3 ქულით მესამე ადგილზეა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგული აქვს, ხოლო წლის ბოლო მატჩს ბულგარეთთან 18 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე გამართავს. საქართველოს ნაკრებს ბულგარეთთან ბოლო სამი მატჩი არ წაუგია (2 მოგება, 1 ფრე), მაგრამ ჯამში უპირატესობა მეტოქეს აქვს - 4 მოგება (ბულგარეთი), 2 ფრე, 3 მოგება (საქართველო).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.086107