მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის აზიის ზონის პლეი-ოფი ერაყის ნაკრებმა მოიგო, რომელიც ბრძოლას აგრძელებს ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად.
ერაყმა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შინ 2:1 მოუგო, მემეს დუბლით, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან აგებდა. პირველი შეხვედრა 1:1 იყო დასრულებული, შესაბამისად, ერაყელებმა ორი შეხვედრის ჯამში 3:2 იმარჯვეს.
ერაყი მარტში პლეი-ოფში ითამაშებს, სადაც 6 ნაკრები იქნება: ერაყი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ბოლივია, ახალი კალედონია და კიდევ ორი გუნდი კონკაკაფის ზონიდან. ამ 6 ნაკრებიდან 2 მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს, ეს მარტის პლეი-ოფით გაირკვევა.







