ფეხბურთი

2:13 | 19.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბელგია და შვეიცარია გავიდნენ, ავსტრია და შოტლანდია დაბრუნდნენ

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მონაწილეები ევროპაშიც გაირკვა, ჯგუფების გამარჯვებულები.

შვეიცარიამ კარგად დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანა, კოსოვოს დაუზავდა (1:1) და ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა. სამაგიეროდ, კოსოვოც არაა უკმაყოფილო, რადგან მეორე ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში ითამაშებს, ისევე, როგორც ამ ჯგუფის იმედგაცრუება შვედეთი, რომელიც ორი ქულით ბოლო ადგილზე გავიდა. თუმცა, ერთა ლიგამ შვედეთს შანსი მისცა და პლეი-ოფს მაინც ითამაშებს.

1. შვეიცარია 6 4 2 0 14 2 12 14
2. კოსოვო 6 3 2 1 6 5 1 11
3. სლოვენია 6 0 4 2 3 8 -5 4
4. შვედეთი 6 0 2 4 4 12 -8 2

მუნდიალზე გავიდა ავსტრიის ნაკრებიც, პირველად 1998 წლის შემდეგ. ავსტრია დიდი ხანი აგებდა კონკურენტ ბოსნიასთან შინ, რითაც ბოსნია გადიოდა მუნდიალზე, მაგრამ გაათანაბრა და მატჩი 1:1 დასრულდა. ამან ავსტრია გაიყვანა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ხოლო ბოსნია პლეი-ოფში ითამაშებს.

1. ავსტრია 8 6 1 1 22 4 18 19
2. ბოსნია 8 5 2 1 17 7 10 17
3. რუმინეთი 8 4 1 3 19 10 9 13
4. კვიპროსი 8 2 2 4 11 11 0 8
5. სან მარინო 8 0 0 8 2 39 -37 0

მსოფლიოს ჩემპიონატზე ბელგია, რომელმაც საგზური ლიხტენშტეინთან 7:0 მოგებით გაინაღდა. ბელგიის გასვლა კანონზომიერებაა, არაფერი მოულოდნელობა. ჯგუფში მეორე ადგილისთვის ბრძოლაში უელსმა ჩრდილოეთ მაკედონია 7:1 გაანადგურა და პლეი-ოფში გავიდა. აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ მაკედონიამ პირველი მატჩი წააგო საკვალიფიკაციო ეტაპზე და მესამე ადგილი ერგო. მაკედონიაც იქნება პლეი-ოფში, ერთა ლიგიდან.

1. ბელგია 8 5 3 0 29 7 22 18
2. უელსი 8 5 1 2 21 11 10 16
3. ჩრდ. მაკედონია 8 3 4 1 13 10 3 13
4. ყაზახეთი 8 2 2 4 9 13 -4 8
5. ლიხტენშტეინი 8 0 0 8 0 31 -31 0

ესპანეთის ნაკრებმა რა თქმა უნდა, 0:7 არ წააგო თურქეთთან, თუმცა ვერც მოიგო, ფრე 2:2. ეს ქულა ესპანეთს ეყო ჯგუფის მოსაგებად და მუნდიალზეა, თურქეთი პლეი-ოფში.

1. ესპანეთი 6 5 1 0 21 2 19 16
2. თურქეთი 6 4 1 1 17 12 5 13
3. საქართველო 6 1 0 5 7 15 -8 3
4. ბულგარეთი 6 1 0 5 3 19 -16 3

და ბოლოს, შოტლანდიის დრამაზე, რომელმაც გლაზგოში დანიას ფინალი მოუგო. შოტლანდიას მხოლოდ მოგება უნდოდა, დანიაც ფრეც აძლევდა ხელს. საბოლოოდ. შოტლანდიის ნაკრებმა დრამაში 4:2 მოიგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, რის შედეგადაც 1998 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს მსოფლიოს ჩემპიონატზე, ხოლო დანია ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებს.

1. შოტლანდია 6 4 1 1 13 7 6 13
2. დანია 6 3 2 1 16 7 9 11
3. საბერძნეთი 6 2 1 3 10 12 -2 7
4. ბელარუსი 6 0 2 4 4 17 -13 2

მსოფლიოს ჩემპიონატზე უკვე გავიდნენ ავსტრალია, ირანი, იაპონია, იორდანია, კატარი, საუდის არაბეთი, სამხრეთ კორეა, უზბეკეთი, ალჟირი, კაბო ვერდე, ეგვიპტე, განა, კოტ დივუარი, მაროკო, სენეგალი, სამხრეთ აფრიკა, ტუნისი, კანადა, მექსიკა, აშშ, არგენტინა, ბრაზილია, კოლუმბია, ეკვადორი, პარაგვაი, ურუგვაი, ახალი ზელანდია, ინგლისი, საფრანგეთი, ხორვატია, პორტუგალია, ნორვეგია, ნიდერლანდები, გერმანია, შვეიცარია, ესპანეთი, შოტლანდია, ავსტრია, ბელგია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.123644